Accessibility links

რუსეთი დათანხმა სირიაში ზავი განახლებას და სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელებას


აშშ-მა და რუსეთმა მიაღწიეს გარღვევას და შეთანხმდნენ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამავე დროს ისინი თანამშრომლობენ ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლაში და სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის საფუძვლის შექმნის მხრივ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან ერთად გამოსვლისას განაცხადა, რომ გეგმა კონფლიქტის შეწყვეტას შეუწყობს ხელს და შემობრუნების წერტილი იქნება ექვსწლიან სამოქალაქო ომში, თუ მისი განხორცილებისთვის იზრუნებს ყველა მხარე. „დღეს, აშშ და რუსეთი აცხადებენ გეგმის შესახებ, რომელიც, იმედი გვაქვს, შეამცირებს ძალადობას, შეამცირებს ხალხის ტანჯვას და სამშვიდობო მოლაპარაკებისა და სირიაში პოლიტიკური მოგვარებისკენ მოძრაობის გაგრძელება იქნება. და ვფიქრობთ, თუ ის განხორციელდა, როგორც ჩაფიქრებულია, თუ მას მივდიეთ, მას შესწევს უნარი, იყოს შემობრუნების წერტილი, ცვლილების მომენტი“. კერის თქმით, რუსეთს და მის კოლეგებს შესწევთ უნარი, ზეწოლა მოახდინონ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმზე, რათა შეჩერდეს კონფლიქტი და ის მიუჯდეს სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდას. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა ადგილობრივი დროით მზის ჩასვლისას, 12 სექტემბერს, როცა იწყება მუსლიმთა დღესასწაული, ეიდ ალ-ადჰა. თუ ზავმა ერთი კვირა იმოქმედა, რუსეთი და აშშ დაიწყებენ იმაზე მუშაობას, თუ როგორ მიაყენონ დარტყმა დაჯგუფებებს - „ნუსრას ფრონტს“, „ალ-ყაიდის სირიის ჯგუფს“ და „ისლამურ სახელმწიფოს“.

XS
SM
MD
LG