Accessibility links

logo-print

ირანი რუსეთის დახმარებით მეორე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს


ირანმა დაიწყო მერე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა რუსეთის დახმარებით, იტყობინება რუსეთის და ირანის მედია. პროექტი ოფიციალურად ამოქმედდა ირანის სამხრეთში, ქალაქ ბუშერში. პროექტის ღირებულება ათი მილიარდი დოლარია, სადგური ამოქმედების შემდეგ გამოიმუშავებს ათას მეგავატზე მეტ ელექტროენერგიას. მშენებლობა ათ წელიწადში უნდა დამთავრდეს. ეს ირანის პირველი ბირთული პროექტია მას მერე, რაც თეირანმა საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიაღწია შეთანხმებას ბირთვულ სფეროში, რომელიც მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას და სანაცვლოდ სანქციების გაუქმებას ითვალისწინებს. პროექტი ხორციელდება რუსეთის „როსატომის“ დახმარებით. ირანში უკვე მოქმედებს ერთი ბირთული ელექტროსადგური, რომელიც ასევე რუსეთის დახმარებით აიგო.

XS
SM
MD
LG