Accessibility links

logo-print

ირანში საუდის არაბეთის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გაიმართა


ათასობით ირანელი მონაწილეობდა საუდის არაბეთის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში, თეირანში, რადგან საუდის არაბეთმა ვერ მოახერხა უზრუნველეყო ირანელების გამგზავრება ჰაჯიზე, მექაში სალოცავად. საუდის არაბეთმა ირანს გამოუყო 64 ათასი ადგილი, მაგრამ ირანელი მლოცველები არ ჩადიან ჰაჯიზე იმ მიზეზით, რომ მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის ამ თემაზე,მაისში, ჩაიშალა, სხვათა შორის უთანხმოების გამო უსაფრთხოების ზომების საკითხში, რათა არ განმეორებულიყო ჭყლეტა, რომელსაც შარშან:, ჰაჯის დროს, 2300 ადამიანი ემსხვერპლა. თეირანში დემონსტრანტები გამოსახავდნენ საუდის მეფესალმან სისხლიანი ხმლით ხელში, თავზეაშშ-ის დროშა შემოხვეულს,პერანგზე დავითის ლურჯი ვარსკვლავით,ისრაელის დროშის მსგავსად. „სიკვდილი ალ საუდის და მოღალატეებს“ გაიძახოდნენ თეირანში დემონსტრაციის მონაწილეები. მედია იტყობინებოდა მსგავსიგამოსვლების შესახებ მთელ ქვეყანაში. დემონსტრანტები გაიძახოდნენ აშშ-ის და ბრიტანეთის საპირისპირო ლოზუნგებსაც, თუმცა მძაფრი კრიტიკა საუდის არაბეთისკენ იყო მიმართული. ერთ-ერთი მონაწილე დემონსტრაციისა, სასულიერო პირის, მოლა ჯავად ზოლფაღარის თქმით, საუდის არაბეთმა გადაკეტა ალაჰისკენ გზა, რაც დანაშაულია და მან პასუხი უნდა აგოს.

XS
SM
MD
LG