Accessibility links

logo-print

ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ აშშ-ის და რუსეთის შეთანხმება მიიღო


სირიის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ მიიღო აშშ-ის და რუსეთის მიერ მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის განახლების, ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლაში თანამშრომლობის და სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის საფუძვლის ჩაყრის შესახებ. ეს ცნობა გავრცელდა მას მერე, რაც აშშ-მა და რუსეთმა მიაღწიეს გარღვევას და შეთანხმდნენ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, ხანგძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რუს კოლეგა, სერგეი ლავროვთან ერთად გამოსვლისას განაცხადა, რომ გეგმა კონფლიქტის შეწყვეტას შეუწყობს ხელს და შემობრუნების წერტილი იქნება ექვსწლიან სამოქალაქო ომში, თუ მისი განხორცილებისთვის იზრუნებს ყველა მხარე. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა ადგილობრივ დროით მზის ჩასვლისას, 12 სექტემბერს, როცა იწყება მუსლიმთა დღესასწაული, ეიდ ალ–ადჰა.ზავის ამოქმედებიდან ერთ კვირაში, რუსეთი და აშშ დაიწყებენ მუშაობას, როგორ მიაყენონ დარტყმა „ნუსრას ფრონტს“, „ალ-ყაიდის სირიის ჯგუფს“ და „ისლამურ სახელმწიფოს“.

XS
SM
MD
LG