Accessibility links

logo-print

სირიის ოპოზიცია ეჭვით უყურებს აშშ-ის და რუსეთის შეთანხმებას


გავრცელდა ცნობა, რომ სირიის ოპოზიცია ეჭვით უყურებს ცეცხლის შეწყვეტის განახლების და სამშვიდობო მოლაპარაკების მომზადების შესახებ აშშ-ის და რუსეთის მიერ მიღწეული შეთანხმების განხორციელებას. სირიის ეროვნული კოალიციის წევრის სამირ ან-ნაშარის თქმით, მისი თანამშრომლები არ ენდობიან ბაშარ ალ-ასადს და მის მოკავშირეებს, რუსეთის ჩათვლით და თავშეკავებული პოზიცია უჭირავთ. თურქეთი, რომელიც სამხედრო ოპერაციას ატარებს სირიაში, მიესალმა აშშ-ის და რუსეთის შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG