Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი პარაძიუდოისტი ფინალში გავიდა


10 სექტემბერს რიო-ჟე-ჟანეიროს პარალიმპიადაზე საქართვეოს წარმომადგენელი, პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური ფინალში გავიდა. ქართველმა პარაძიუდოისტმა ასპარეზობა მეოთხედ ფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში არგენტინელ ხორხე ლენსინასთან იპონით იმარჯვა. გოგოჭურმა, რომელიც 90 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, იპონით გაიმარჯვა ნახევარფინალშიც, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი დარტანიონ კროკეტი იყო. ფინალში ზვიად გოგოჭური უკრაინელ ოლექსანდრ ნაზარენკოს ხვდება. პარალიმპიადაზე გოგოჭური საქართველოს პირველი მედალოსანი იქნება.

XS
SM
MD
LG