Accessibility links

logo-print

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი თბილისს დახმარებას ჰპირდება


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა თბილისში დაიწყო ოფიციალური ვიზიტი სამხედრო სფეროში ორი ქვეყნის ურთიერობის გაფართოების მიზნით. ფრანგმა მინისტრმა სამდღიანი ვიზიტის დაწყების წინ განაცხადა, რომ საფრანგეთი გამოვა საქმიანი წინადადებით, რომ საქართველომ შეძლოს საჰაერო თავდაცვის სფეროში ეფექტიანი საშუალებები განავითაროს, რაც ლე დრიანს თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი პირველად სტუმრობს. ჟან-ივ ლე დრიანს ქართველი კოლეგა ლევან იზორია მასპინძლობს. საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. დაგეგმილია ჟან-ივ ლე დრიანის ვიზიტი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში.

XS
SM
MD
LG