Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში საპარლამენეტო არჩევნები ტარდება


ბელორუსიის მოქალაქეები 11 სექტემბერს კენჭს უყრიან საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც, მოსალოდნელია, პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მოკავშირეებით დაკომპლექტდება. ლუკაშენკაუკვე მეხუთე ვადით განაგებს ქვეყანას. ორი ათეული წელია ამ ქვეყანაში არ ჩატარებულა თავისუფალი ან დემოკრატიული არჩევნები. მთავრობა სხვაგვარად მოაზროვნეებს სჯის, მასმედიის საშუალებები ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, რეგისტრირებულია 521 კანდიდატი, რომლებმაც უნდა გაინაწილონ პარლამენტის, წარმომადგენელთა, ქვედა პალატის 110 მანდატი. კანდიდატთაგან 175 პირი ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენს. გაერთიანებული სამოქალაქო პარტია, ბელორუსიის სახალხო ფრონტი, მწვანე პარტია, ბელორუსიის მემარცხენე პარტია და სოციალ-დემოკრატები წარმოადგენენ ოპოზიციას, რომელიც დასუსტებული და გარიყულია მათი აქტივისტების დევნის გამო.

XS
SM
MD
LG