Accessibility links

logo-print

აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტების მე-15 წლისთავს აღნიშნავენ


აშშ აღნიშნავს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების მე-15 წლისთავს. ამ ტერაქტების დროს დაახლოებით სამი ათასი ადამიანი დაიხოცა. 11 სექტემბრის თავდასხმები, როცა ალ-ყაიდის ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, ყველა სისხლიანი იყო აშშ-ის ტერიტორიაზე. ორი თვითმფრინავი შეეტაკა ნიუ იორკის ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის შენობას, რასაც ორივე ცათამბჯენის დანგრევა მოჰყვა. მესამე თვითმფრინავი პენტაგონზე ჩამოვარდა, მეოთხე კი დაეცა პენსილვანიაში მას მერე, რაც მგზავრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს გამტაცებლებს. ამ ტერაქტებს მოჰყვა აშშ-ის შეჭრა ავღანეთში, 2001 წლის ოქტომბერში. ნიუ იორკში გაიმართა ცერემონია, რომელიც დაიწყო დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით. ადგილობრივი დროით 8:46 წუთზე მოხდა პირველი თვითმფრინავის შეტაკება სავაჭრო ცენტრის შენობასთან. ცერემონიებში მონაწილეობას მიიღებენ საპრეზიდენტო კანდიდატები, ჰირალი კლინტონი და დონალდ ტრამპი. მათ თანხმობა განაცხადეს, ამ დღეს თავი შეიკავონ წინასაარჩევნეო კამპანიისთვის დამახასიათებელი ქმედებებისგან.

XS
SM
MD
LG