Accessibility links

logo-print

თურქეთის ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ოცამდე მებრძოლი მოკლა


თურქეთის საავიაციო თავდასხმების შედეგად, რომლებიც სირიის ჩრდილოეთში განხორციელდა, „ისლამური სახელმწიფოს“ექსტრემისტული გაერთიანების 20-მდე მებრძოლი იქნა მოკლული, იტყობინება თურქეთის არმია. თურქეთის არმია ახორციელებს ოპერაციას „ევფრატის ფარი“, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ რაზმებთან ბრძოლას ისახავს მიზნად. „ქურთისტანის მუშათა პარტია“ ქურთთა გაერთიანებაა, რომელიც თურქეთში მოქმედებს და ტერორისტულ ჯგუფად არის მიჩნული ამ ქვეყანაში.

XS
SM
MD
LG