Accessibility links

აზერბაიჯანმა ციხიდან გაუშვა ოპოზიციონერი აქტივისტი


აზერბაიჯანმა საპატიმროდან გაათავისუფლა ოპოზიციონერი აქტივისტი, რომლის დაპატიმრებას პროტესტი მოჰყვა ევროპასა და ამერიკაში. ნათიღ ჯაფარლის კოლეგების „რესპუბლიკური ალტერნატიული მოძრაობიდან“, თქმით, ის 9 სექტემბერს გაუშვეს ციხიდან. „რესპუბლიკური ალტერნატიული მოძრაობის“თავმჯდომარე, ილყარ მამადოვი კვლავ ციხეშია. ჯაფარლი აგვისტოში დააპატიმრეს "არაკანონიერი მეწარმეობისთვის" და სხვა ბრალდებებით, კერძოდ იმის გამო, რომ ის მოიხმარდა ფინანსებს, რომლებსაც მისი რესპუბლიკური მოძრაობა იღებდა აშშ-ის, ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტისგან“. ჯაფარლის განთავისუფლება წინ უსწრებდა აზერბაიჯანში 26 სექტემბრისთვის დაგეგმილ რეფერენდუმს, რომელიც ამ ქვეყნის უფრო მკაცრი კონტროლს და პრეზიდენტ ალიევის უფლებამოსილების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აშშ მიესალმა ჯაფარლის განთავისუფლებას და მოუწოდა ბაქოს, ციხიდან გაუშვას მამადოვი და სხვა პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირები.

XS
SM
MD
LG