Accessibility links

logo-print

აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტების წლისთავი აღნიშნეს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ აშშ-ის მრავალფეროვნება ქებით მოიხსენია და მოუწოდა ამერიკელებს, ნუ მისცემენ მტრებს საშუალებას, რომ მათ შორის მოხდეს გაყოფა, როცა ის მონაწილეობას იღებდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაში. ამ ტერაქტების დროს დაახლოებით სამი ათასი ადამიანი დაიხოცა. 11 სექტემბრის თავდასხმები, როცა ალ-ყაიდის ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, ყველა სისხლიანი იყო აშშ-ის ტერიტორიაზე. ორი თვითმფრინავი შეეტაკა ნიუ იორკის ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის შენობას, რასაც ორივე ცათამბჯენის დანგრევა მოჰყვა. მესამე თვითმფრინავი პენტაგონზე ჩამოვარდა, მეოთხე კი დაეცა პენსილვანიაში მას მერე, რაც მგზავრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს გამტაცებლებს. ამ ტერაქტებს მოჰყვა აშშ-ის შეჭრა ავღანეთში, 2001 წლის ოქტომბერში. ნიუ იორკში გაიმართა ცერემონია, რომელიც დაიწყო დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით. პენტაგონთან, არლინგტონში გამართულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის პრეზიდეტმა ბარაკ ობამამ. მან, შემდეგი განაცხადა: „გვახსოვს და არასოდეს დაგვავიწყდება ის სამი ათასამდე სიცოცხლე, რომლებიც ასე სასტიკად წაგვართვეს,აქ დაღუპულ 184 კაცთან, ქალთან და ბავშვთან ერთად, რომელთაგან ყველაზე მცირეწლოვანი სამი წლისა იყო“. 2001 წლის 11 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 8:46 წუთზე მოხდა პირველი თვითმფრინავის შეტაკება სავაჭრო ცენტრის შენობასთან. ცერემონიებში მონაწილეობას მიიღებენ საპრეზიდენტო კანდიდატები, ჰირალი კლინტონი და დონალდ ტრამპი. მათ თანხმობა განაცხადეს, ამ დღეს თავი შეიკავონ წინასაარჩევნეო კამპანიისთვის დამახასიათებელი ქმედებებისგან. ნიუ იორკში მიმდნირე შეხვედრა დროზე ადრე დატოვა ჰილარი კლინტონმა, რომელიც, როგორც გამოცხადდა, გადახურება დაემართა. 11 სექტემბრის ტერაქტების დროს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯოლრჯ ბუში ნიუ იორკში არ ჩასულა. ის დალასში, ტეხასში ეკლესიაში მიმდინარე ცერემონიაში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.

XS
SM
MD
LG