Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრემიერი ახალი შესაძლებელი ტერაქტების გამო გაფრთხილებას გამოთქვამს


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა კვირას გაფრთხილება გამოთქვა, რომ ქვეყანაში ტერაქტები მზადდება. რადიოინტერვიუში მან განაცხადა, რომ ბოლო კვირაში საფრანგეთის სპეცუწყებებმა თავიდან აიცილეს ორი თავდასხმა. ვალსის თქმით, ხელისუფლებისთვის ცნობილია სულ მცირე 15 ათასი რადიკალურად განწყობილი პირი, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ. უფრო ადრე საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ წამოაყენა წინადადება, შეიქმნას საგანგებო სასამარლო ტერორიზმის საქმეთა განსახილველად. პრემიერმა ამ იდეას მხარი არ დაუჭირა. საფრანგეთში შარშან ნოემბრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობაა. მას შემდეგ რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რომლებსაც ათეულობით ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG