Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო მანევრებს ატარებენ


რუსეთმა და ჩინეთმა დაიწყეს ერთობლივი სამხედრო-საზღვაო მანევრები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რომელიც ჩინეთსა და მის მეზობლებს შორის მწვავე დავის საგანია. ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების პრესმდივნის, ლიან იანის განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ რვადღიანი სწავლება „ერთობლივი ზღვა - 2016“ ითვალისწინებს რეგიონში კუნძულებისა და ყურეების „დაპყრობისა და გაკონტროლების“ ინსცენირებას. მანევრებს მოიხსენიებენ იმ ყოველწლიური ძალისხმევის ნაწილად, რომლის მიზანიც არის „ჩინეთ-რუსეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის კონსოლიდირება და განვითარება“. პეკინმა და მოსკოვმა ბოლო წლებში გაახშირეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები ვაშინგტონისა და რეგიონში მისი მოკავშირეების მიმართ ურყოფითი დამოკიდებულების გაძლიერების ფონზე. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობა მწვავდება მას შემდეგ, რაც ჩინეთმა პრეტენზია გამოაცხადა თითქმის მთელ ზღვაზე და შეუდგა ხელოვნური კუნძულების შექმნას სამხედრო ინფრასტრუქტურისათვის. აშშ-მა უკვე რამდენჯერმე გააგზავნა სამხედრო გემები ამ რეგიონში ჩინეთის პოზიციის მიმართ უარყოფითი პოზიციის გამოსახატად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საერთაშორისო სანაოსნო გზები ღია დარჩეს.

XS
SM
MD
LG