Accessibility links

logo-print

მიხაილ ხოდორკოვსკიმ წამოიწყო პროექტი "პუტინის ნაცვლად"


რუსმა მილიარდერმა, კრემლის ოპონენტმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ წამოიწყო პროექტი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შემცვლელის გამოსავლენად. ხოდორკოვსკიმ ლონდონიდან ჩართვის დროს უთხრა მოსკოვში შეკრებილ ჟურნალისტებს, რომ პროექტს ეწოდება „პუტინის ნაცვლად“ და დაწყებულია ინტერნეტში vmestoputina.ru. ვებსაიტზე ჩამოთვლილი არიან პუტინის შესაძლო შემცვლელები და რუსებს საშუალება ეძლევათ, ინტერნეტისვე მეშვეობით გამოხატონ სასურველი კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა. სიაში შესულ კანდიდატებს შორის არიან ოპოზიციურ გაერთიანება "პარნასის" ლიდერი მიხაილ კასიანოვი, ანტიკორუფციული ფონდის დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი, პარტია "იაბლოკოს" ლიდერი გრიგორი იავლინსკი. თავად ხოდორკოვსკი გამორიცხავს გამოკითხვაში კანდიდატად მონაწილეობას. ხოდორკოვსკიმ, რომელიც ერთ დროს რუსეთში უმდიდრესი ადამიანი იყო, 10 წელი გაატარა ციმბირის საპატიმროში ფინანსურ დანაშაულებში ბრალდებით, რომლებსაც ის და მისი მომხრეები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. 2013 წლის დეკემბერში ხოდორკოვსკი პუტინმა შეიწყალა, რის შემდეგაც ის ევროპაში გადასახლდა და, უმეტესწილად, შვეიცარიასა და ბრიტანეთში ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG