Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობებით, ჩრდილოეთი კორეა ბირთვული იაარაღის მორიგი გამოცდისათვის ემზადება


სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, ჩრდილოეთი კორეა მზად არის კიდევ ერთი ბირთვული გამოცდის ჩასატარებლად. საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპმა“ 12 სექტემბერს გაავრცელა ანონიმი ოფიციალური პირისაგან მიღებული ცნობა, რომლის თანახმადაც ფხენიანმა დაასრულა მზადება გამოცდისათვის, რომლისთვისაც შერჩეულია აქამდე გამოუყენებელი გვირაბი პანგიე-რის პოლიგონზე. რამდენიმე დღის წინ, 9 სექტემბერს, ჩრდილოეთმა კორეამ ბირთვული იარაღის მეხუთე გამოცდა ჩაატარა. იმავე დღეს გაეროს უშიშროების საბჭო შეთანხმდა ფხენიანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების მომზადებაზე.

XS
SM
MD
LG