Accessibility links

თურქეთიდან იუწყებიან აფეთქების შედეგად 50-მდე ადამიანის დაჭრის შესახებ


აღმოსავლეთ თურქეთში ათობით ადამიანი დაიჭრა მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის ოფისთან დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ინციდენტი ქალაქ ვანში მოხდა. გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჭრილია 48 ადამიანი, მათგან 46 სამოქალაქო პირი და ორი პოლიციელი. გუბერნატორის ადმინისტრაცია აცხადება, რომ აფეთქება მოაწყო აკრძალულმა ორგანიზაციამ, “ქურთისტანის მუშათა პარტიამ“. ინციდენტი მოხდა მუსლიმთა დღესასწაულის, ყურბან-ბაირამის პირველ დღეს. გასული წლის ზაფხულში ქურთ მეამბოხეებსა და ანკარას შორის ზავის ჩაშლის შემდეგ დაპირისპირებამ შეიწირა თურქეთის უშიშროების ძალების 600-ზე მეტი წევრი და ათასობით ქურთი მებრძოლი.

XS
SM
MD
LG