Accessibility links

logo-print

ზურაბ ტყემალაძემ ტენდენციური და უკანონო უწოდა ცესკო-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას


„მრეწველთა“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ ტენდენციური და უკანონო უწოდა საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაწყვეტილებას. „წინა დღეს, ცესკოს თავმჯომარემ სხვადასხვა მედიასაშუალებით გააჟღერა ინფორმაცია, რომ 29 პოლიტიკური პარტიიდან 28-მ რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და ამ 28 პარტიაში ვიყავით ჩვენც, თუმცა მეორე დღეს, დილით 8 საათზე ვიგებთ, რომ მოხსნილი ვართ რეგისტრაციიდან. არგუმენტი, რომ ჩვენ არ წარვადგინეთ სიითი შემადგენლობა, მტკნარი სიცრუეა“ - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს ზურაბ ტყემალაძემ. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ჰკითხა ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, რომელმაც უპასუხა, რომ დაურეკეს NDI-დან და IRI-დან. „დავინტერესდი, რა უფლებით დაურეკეს, რაზეც ვერ მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხი. არაფრის მტკიცება არ შემიძლია, მაგრამ ამ ყველაფერმა გამიჩინა კითხვის ნიშნები“ - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ. მისი ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

XS
SM
MD
LG