Accessibility links

logo-print

სირიაში ამოქმედდა ერთკვირიანი ზავი


ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია აცხადებს, რომ სიჩუმემ დაისადგურა ფრონტის ხაზის დიდ ნაწილში, მას შემდეგ, რაც 12 სექტემბრის საღამოს ამოქმედდა ზავი, რომელზე შეთანხმებაც რუსეთისა და აშშ-ის შუამავლობით იქნა მიღწეული. თუ ზავი ერთი კვირა გაგრძელდება, აშშ და რუსეთი შეუდგებიან ერთად მოქმედებას ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტული დაჯგუფების, "ჯაბათ ფატეჰ ალ-შამის" და ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საჰაერო იერიშების განსახორციელებლად. ზავი არ ვრცელდება ექსტრემისტებზე. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა მხარი დაუჭირეს ზავზე შეთანხმებას, ბოლო ორ დღეში ალეპოსა და იდლიბში 100-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა საჰაერო იერიშების შედეგად.

XS
SM
MD
LG