Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის ოპოზიციის მომხრეები არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ


ბელორუსიის ოპოზიციის მომხრე ათობით აქტივისტმა მინსკის ცენტრში არასანქცირებული საპროტესტო მსვლელობა მოაწყო, როგორც თავად უწოდებდნენ, უკანონო საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ. დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ ბანერები ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. „ეს არ ყოფილა არჩევნები. ეს მორიგი პოლიტიკური ფარსია“, - განაცხადა საპროტესტო აქციაზე მყოფმა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმირ ნეკლიაევმა. ბელორუსიის პოლიციას პროტესტის გამოხატვისათვის ხელი არ შეუშლია. ბელორუსიის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნები შორს იყო თავისუფალი და სამართლიანი კენჭისყრისაგან. ბელორუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კენჭისყრაში მონაწილეობდა ელექტორატის 74,32%. საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მოკავშირეები დომინირებენ. ბელორუსიის პარლამენტში მანდატები ერგო ორ ოპოზიციონერსაც, რაც პირველად მოხდა ბოლო 20 წლის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG