Accessibility links

სირიაში, როგორც ჩანს, იცავენ ზავს


სირიიდან გავრცელებული ცნობებით, მხარეები იცავენ ზავს, რომელიც გუშინ საღამოს შევიდა ძალაში. ზავი რუსეთისა და შეერთებული შტატების შუამავლობით იქნა მიღწეული. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მას მიიჩნევს „ერთიანი სირიის გადარჩენის შესაძლოა, ბოლო შანსად“. ლონდონში დაფუძნებულმა ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ 12 სექტემბერის საღამოს გაავრცელა ცნობა, რომ ზავის ძალაში შესვლის შემდეგ სიჩუმე იყო „თითქმის ყველა ფრონტზე“. მთავრობისა და მეამბოხეების მხრიდან ძალადობის ცალკეულ აქტებზე იუწყებიან ჰამის პროვინციიდან და დამასკიდან. თუ ზავი ერთი კვირა გაგრძელდება, აშშ და რუსეთი განახორციელებენ კოორდინირებულ საჰაერო იერიშებს ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფ „ჯაბათ ფატეჰ ალ-შამისა“ და ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ზავი არ ვრცელდება ამ ორ ექსტრემისტულ ორგანიზაციაზე.

XS
SM
MD
LG