Accessibility links

logo-print

პაკისტანი და რუსეთი პირველად ჩაატარებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს


პაკისტანი და რუსეთი წელს პირველად ჩაატარებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, რაც შეიძლება მიანიშნებდეს ახალ ალიანსზე მაშინ, როცა ისლამაბადისა და ვაშინგტონის ურთიერთობაში გაუარესების ტენდენციაა. მედიის ცნობით, მაღალი რანგის პაკისტანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამხედრო მანევრებში მონაწილეობას მიიღებს ორი მხარის 200-მდე სამხედრო წარმომადგენელი. პაკისტანის საგარეო უწყების პრესმდივანმა, ნაფის ზაქარიამ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ სამხედრო მანევრები არის რუსეთთან ურთიერთობის გააქტიურების უფრო მასშტაბური პოლიტიკის ნაწილი. მოსკოვის და ისლამაბადის დაახლოების ფონს ქმნის შეერთებულ შტატების დაახლოება პაკისტანის მთავარ მეტოქესთან, ინდოეთთან. ბოლოხანს შეერთებულმა შტატებმა გააფორმა შეთანხმება ინდოეთთან თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

XS
SM
MD
LG