Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა ოფიციალურად მიმართა აშშ-ს ფეთულა გიულენის დაკავების მოთხოვნით


თურქეთმა ოფიციალურად მიმართა შეერთებულ შტატებს თურქი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის, დაკავების მოთხოვნით. თურქეთის იუსტიციის სამინისტრო შეერთებული შტატებისადმი 13 სექტემბრის მიმართვაში აღნიშნავს, რომ გიულენის დაკავებას მოითხოვს 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის "დაკვეთისა და ხელმძღვანელობისათვის". გიულენი, რომელიც 1999 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ყველა ბრალდებას უარყოფს. ივლისში გადატრიალების მცდელობის შემდეგ ანკარამ დააპატიმრა და სამსახურებიდან დაითხოვა 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი, პოლიციელი და საჯარო მოსამსახურე. გიულენის მოძრაობა „ჰისმეთი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა. ანკარა ცდილობს, მიაღწიოს აშშ-დან გიულენის ექსტრადიციას მის გასასამართლებლად. აქამდე ვაშინგტონი აცხადებდა, რომ მისთვის არ წარუდგენიათ გადატრიალების მცდელობაში ფეთულა გიულენის მონაწილეობის დამადასტურებელი მასალა.

XS
SM
MD
LG