Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ დააკავა პარიზის თავდასხმებთან კავშირში ეჭვმიტანილი სამი სირიელი მიგრანტი


გერმანია აცხადებს, რომ დააკავა სამი სირიელი მიგრანტი პარიზში გასული წლის თავდასხმებში მონაწილეებთან კავშირში ბრალდებით. ეჭვმიტანილები - 17, 18 და 26 წლის პირები - დააკავეს გერმანიის ორ მხარეში 13 სექტემბერს ჩატარებული რეიდების მსვლელობაში. ფედერალური პროკურორები აცხადებენ, რომ სამივე შარშან ნოემბერში ჩავიდა გერმანიაში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ დავალებით, ან უკვე მიღებული ამოცანის შესასრულებლად, ან ინსტრუქციების მოგვიანებით მისაღებად. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, თომას დე მეზიეს განცხადებით, სამი ეჭვმიტანილი სარგებლობდა ყალბი სირიული პასპორტებით, რომლებსაც ამსგავსებენ პარიზში მოწყობილი თავდასხმების მონაწილეთა პასპორტებს. დე მეზიეს თქმით, ეჭვმიტანილებს უკვე რამდენიმე თვე აკვირდებოდნენ და არ დაუდგენიათ მათი კავშირი თავდასხმის რომელიმე კონკრეტულ გეგმასთან. 2015 წლის ნოემბერში პარიზში 130 ადამიანი შეიწირა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მიერ მოწყობილმა თავდასხმებმა.

XS
SM
MD
LG