Accessibility links

logo-print

"სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი რუხაძემ


პაატა ბურჭულაძის მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობა, "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი რუხაძემ. „ეს აღარ არის ბურჭულაძის მოძრაობა, აღარ არის ალტერნატივა არც "ქართული ოცნების” და არც "ნაციონალური მოძრაობის" და აღარ არის ძალა, რომლის ლიდერი პაატა ბურჭულაძეა. ეს არის ძალა, რომელსაც პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე მართავენ და ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესს” - განაცხადა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი რუხაძემ. მისივე შეფასებით, თუ "სახელმწიფო ხალხისთვის" საარჩევნო ბარიერს გადალახავს, პარლამენტში "ქართული ოცნების" დამატება იქნება. მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ რამდენიმე დღის წინ დატოვა ხათუნა ლაგაზიძემაც. მისი განცხადებით, პაატა ბურჭულაძის ზურგს უკან დგანან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები და კრიმინალური მენტალობის ადამიანები და სწორედ მათი ზეწოლით დაკომპლექტდა საარჩევნო სია.

XS
SM
MD
LG