Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ და ჩინეთმა დაასრულეს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ


საქართველომ და ჩინეთმა დაასრულეს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ 7-თვიანი მოლაპარაკება 2 დღის წინ დასრულდა უპრეცედენტო შედეგით. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ქართული პროდუქციის და მომსახურების 95%-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა დამატებითი გადასახადების გარეშე. „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ღვინოსა და აგრარულ პროდუქტებზე ჩინეთმა პარტნიორ ქვეყანას მისცა შესაძლებლობა ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე გაენულებინა საბაჟო ტარიფები“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მემორანდუმის გასაფორმებლად ჩინეთის დელეგაცია საქართველოს ოქტომბერში ეწვევა, მომზადებული ხელშეკრულების რატიფიკაციას კი პარლამენტები განახორციელებენ.

XS
SM
MD
LG