Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სეპარატისტების ლიდერებმა ცალმხრივი წესით გამოაცხადეს ზავი


აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების ლიდერებმა ცალმხრივი წესით გამოაცხადეს ზავი. რუსეთის მედიაში 13 სექტემბერს გავრცელდა დონეცკის ოლქში მებრძოლი სეპარატისტების ლიდერის, ალექსანდ ზახარჩენკოს განცხადება, რომ სეპარატისტები „სრულად ემხრობიან“ მინსკის სამშვიდობო შეთანხმებებს და მათ ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევენ. მსგავსი განცხადებით გამოვიდა ლუგანსკის ოლქში მებძროლი სეპარატისტების ლიდერი იგორ პლოტნიტსკიც. ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები ცალმხრივი წესით ზავის იდეით გამოდიან. 13 სექტემბერს უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამი ჯარისკაცი დაიღუპა სეპარატისტებთან ბრძოლისას. ამის შესახებ კიევში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამხედრო პრესმდივანმა, ალექსანდრ მოტუზიაკმა: „ბოლო პერიოდში სამხედრო მოქმედებების შედეგად, ძალიან სამწუხაროა, რომ დაიღუპა სამი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა ჩვენი 15 მებრძოლი, ერთი სამხედრო მოსამსახურე კი ბრძოლის დროს დაიკარგა. ვიზიარებთ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების მწუხარებას“. აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის ბრძოლამ 2014 წლის აპრილის შემდეგ 9500-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG