Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ზავის დარღვევაში ადანაშაულებს სირიელ მეამბოხეებს, რომელთაც მხარს უჭერს აშშ


რუსეთი სირიაში ზავის დარღვევაში ადანაშაულებს მეამბოხეთა ჯგუფს, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები. მაღალი რანგის რუსმა ოფიცერმა, ვიქტორ პოზნიხირმა, 13 სექტემბერს გამოაცხადა, რომ სირიის მთავრობის ჯარებმა ყველგან შეწყვიტეს ცეცხლი გარდა ადგილებისა, სადაც ექსტრემისტების გაერთიანებები „ისლამური სახელმწიფო“ და „ჯაბათ ფატეჰ ალ-შამი“ მოქმედებენ. სამწუხაროდ, იგივეს თქმა არ შეიძლება შეიარაღებულ ჯგუფებზე ზომიერი ოპოზიციიდან, რომელსაც შეერთებული შტატები აკონტროლებსო, დასძინა პოზნიხირმა. მისივე ინფორმაციით, ზავს უმეტეს შემთხვევაში იცავენ ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოში. ზავი, რომელიც 12 სექტემბრის საღამოს ამოქმედდა, რუსეთისა და შეერთებული შტატების შუამავლობით იქნა მიღწეული. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის შეფასებით, ზავი შესაძლოა იყოს „ერთიანი სირიის გადარჩენის ბოლო შანსი“.

XS
SM
MD
LG