Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს ჩამოართვეს 2008 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული ორი მედალი


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთს ჩამოერთვა ორი მედალი, მოპოვებული მისი სპორტსმენების მიერ 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე. 13 სექტემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ მარია აბაკუმოვას ანალიზების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის დოპინგს ხმარობდა. შუბის მტყორცნელმა აბაკუმოვამ პეკინში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მისი ბედი გაიზიარა მორბენალმა დენის ალექსეევმა, რომელიც გამოდიოდა 400 მეტრზე ესტაფეტაში და მისმა გუნდმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ამ რუსი სპორტსმენის გარდა სტეროიდი ტურინაბოლი აღმოუჩინეს პეკინში 10 ათას მეტრზე მორბენალს ინგა აბიტოვასა და ველომრბოლელ ეკატერინა გნიდენკოს, რომელიც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობდა. აბიტოვასა და გნიდენკოს ამ თამაშებში წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.

XS
SM
MD
LG