Accessibility links

logo-print

შსს-მ ინტერნეტში გავრცელებული ჩანაწერის გამო გამოძიება დაიწყო


საქართველოს შსს-მ დაიწყო გამოძიება „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სავარაუდო, სატელეფონო საუბრის ჩანაწერის მოპოვება-გავრცელების ფაქტზე. შსს-ს განცხადებით, გამოძიებას პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის მუხლით აწარმოებს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო.

XS
SM
MD
LG