Accessibility links

logo-print

უეფას ალექსანდერ ჩეფერინი უხელმძღვანელებს


14 სექტემბერს, ათენში ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციის, უეფას, არჩევნებში სლოვენიელმა ალექსანდერ ჩეფერინმა გაიმარჯვა. ის ამ ორგანიზაციას 2,5 წლის განმავლობაში ჩაუდგება სათვეში. ჩეფერინმა 55 ხმიდან 42 მიიღო და აჯობა მთავარ მეტოქეს - ჰოლანდიელ მიხაელ ვან პრააგს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარს ალექსანდერ ჩეფერინს უჭერდა. უეფას წინა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა თანამდებობიდან წასვლის შესახებ - კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო. 48 წლის ჩეფერინი, რომელიც 2011 წლიდან სლოვენიის საფეხბურთო კავშირს ედგა სათავეში, უეფას პლატინის საპრეზიდენტო მანდატის ამოწურვამდე უხელმძღვანელებს.

XS
SM
MD
LG