Accessibility links

logo-print

გოდერძი თევზაძის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ


დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულის, სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოდერძი თევზაძის ახლობლები ქუთაისში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გოდერძი თევზაძე დემურ სტურუას თვითმკლელობაში დამნაშავე არ არის. სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გოდერძი თევზაძე პოლიციას გუშინ ჩაბარდა. მან სამართალდამცველებთან ჩაბარებამდე განაცხადა, რომ უდანაშაულოა და დემურ სტურუასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, ისეთი, როგორც უბნის ინსპექტორს უნდა ჰქონდეს მოქალაქესთან.

XS
SM
MD
LG