Accessibility links

logo-print

სირიაში სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების გავრცელებას ელიან


სირიაში დღეიდან ჰუმანიტარული დახმარების გავრცელებას ელიან, რადგან, როგორც ჩანს, მხარეები საზავო შეთანხმებას დიდწილად იცავენ. გაეროს წარგზავნილმა სირიაში სტაფან დე მისტურამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში „ძალადობა მნიშვნელოვნად შემცირდა“. ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიის ცნობით, საზავო შეთანხმების მხოლოდ უმნიშვნელო დარღვევების შემთხვევები გამოვლინდა, როგორც ხელისუფლების, ისე მეამბოხეთა მხრიდან და ამ დარღვევებს სიკვდილი არ მოჰყოლია. დე მისტურას თქმით „ძალიან მალე“ გახდება შესაძლებელი გაეროს დახმარების გავცრელება, მათ შორის ალეპოში, სადაც 250 ათასი ადამიანი ალყაშია მოქცეული. მისი განცხადებით, გაერო სირიის მთავრობის ავტორიზაციას ელოდება და 20-20 სატვირთო მანქანისგან შემდგარი ორი კოლონა ალეპოსგან 40 კილომეტრით მოშორებით მზადაა ჰუმანიტარული დახმარების გასავცრელებლად.

XS
SM
MD
LG