Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, „ბრექსიტი“ ევროკავშირს პრობლემას არ შეუქმნის


ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მომავალს საფრთხე არ ემუქრება მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთმა ბლოკის დატოვება გადაწყვეტა. „ჩვენ პატივს ვცემთ გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას და გულიც გვწყდება მის გამო, მაგრამ ევროკავშირის მომავალს ეს საფრთხეს არ შეუქმნისო“ - თქვა მან ევროპარლამენტის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას. იუნკერმა ასევე ისურვა, რომ „ბრექსიტი“ სწრაფად განხორციელდეს, რათა „დიდ ბრიტანეთთან მეგობრულმა ურთიერთობამ ახალი ფორმა შეიძინოს“. მან ასევე გააფრთხილა ბრიტანეთი, რომ, თუ სურს ევროკავშირის ერთიან ბაზართან წვდომის შენარჩუნება, მან უნდა მიიღოს ადამიანთა გადაადგილების თავისუფლების ძირეული პრინციპი, რომელსაც ეს გაერთიანება აღიარებს.

XS
SM
MD
LG