Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თოფაძე-მრეწველები“ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში


საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლო“ მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღასრულებს მას. გუშინ სასამართლომ ცესკოს დაავალა, საარჩევნო ბლოკ ”თოფაძე პრეწველები - ჩვენი სამშობლოსთვის" აღედგენა საარჩევნო რეგისტრაცია. გასულ კვირაში ცესკომ რეგისტრაცია გაუუქმა ხსენებულ საარჩევნო ბლოკს და განმარტა, რომ მან კომისიას დადგენილ ვადებში არ წარუდგინა რეგისტრაციისთვის აუცილებელი პარტიული სია.

XS
SM
MD
LG