Accessibility links

logo-print

ყირიმელი თათრების ლიდერი სახაროვის სახელობის პრემიაზე წარადგინეს


ყირიმელი თათრების ლიდერი, მუსტაფა ჯემილევი, წარადგინეს სახაროვის სახელობის პრემიაზე, რომელსაც ევროპარლამენტი გასცემს ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ჯემილევის კანდიდატურა დაასახელა ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ბლოკმა, მას მხარი აუბა ევროპის სახალხო პარტიამაც. ლაურეატის ვინაობა ევროპარლამენტში 27 ოქტომბრის კენჭისყრაზე გაირკვევა. მუსტაფა ჯამილევი - უკრაინის პარლამენტის წევრი, ყირიმელი თათრების მეჯლისის ყოფილი თავმჯდომარე - თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. ამ პოზიციის გამო მას აუკრძალეს ყირიმში ჩასვლა, მოგვიანებით კი საკუთრივ მეჯლისის საქმიანობაც აიკრძალა. სახაროვის პრემია ევროპარლამენტმა 1988 წელს დააწესა. მას უკავშირდება ფულადი ჯილდო, 50 ათასი ევრო.

XS
SM
MD
LG