Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პოლიციამ ისლამისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი მოზარდი დააკავა


საფრანგეთში პოლიციამ დააკავა კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც ტერაქტის მოწყობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. რეიტერის ცნობით, იგი იარაღის შოვნას ცდილობდა თავდასხმის განსახორციელებლად. 15 წლის მოზარდს კავშირი ჰქონდა ფრანგ ჯიჰადისტთან, რაშიდ კასიმთან, რომელიც არასრულწლოვანთ აგროვებს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსთვის“. როგორც იტყობინებიან, მოზარდი დაკავშირებულია ქალების ჯგუფთან, რომლებიც ტერაქტს ამზადებდნენ ეიფელის კოშკის მახლობლად. 10 სექტემბერს პოლიციამ ისლამისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი მოზარდი დააკავა.

XS
SM
MD
LG