Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციები თავიდან უნდა ავიცილოთ


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალურად მობილიზაცია უნდა გააკეთოს, რათა ”ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციები თავიდან აიცილოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურში რეგიონულ მედიასთან და მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” იცის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ და ისინი ცდილობენ რევოლუციით რაიმე მოახდინონ.” 14 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გამოსცა სპეციალური ბრძანება, რომელიც მიზნად ისახავს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობას. ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ასეთ განცხადებებს აბსურდულს უწოდებენ.პანიკის საქმეში მარიონეტების შემდეგ ჩაერთო თავად ბელადი ბიძინა, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს.

XS
SM
MD
LG