Accessibility links

logo-print

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დონბასში ჩავიდნენ


გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ უკრაინაში, კიევის მიერ კონტროლირებად ქალაქ კრამატორსკსა და სლავიანსკში, სადაც დაათვალიერეს ის ობიექტები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანდნენ. ჟან-მარკ ეიროსა და ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრა ჰქონდათ კონფლიქტის ზონაში მყოფ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან და უკრაინელი ჯარისკაცების დედებთან. მათ სთხოვეს ევროპელ დიპლომატებს, დაეხმარონ ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცების გათავისუფლებაში. წინა დღით გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში განიხილეს კიდევ ერთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც 15 სექტემბრიდან შევიდა ძალაში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დონბასში ზავის მიღწევის შემდეგ, კიევმა უნდა დაიწყოს მინსკის შეთანხმებით ნაკისრი პოლიტიკური პირობების შესრულება. ჟან-მარკ ეიროს თანახმად, საქმე ეხება ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას სეპარატისტთა მიერ კონტრილირებად დონბასში და ამ რეგიონისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას.

XS
SM
MD
LG