Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: რუსეთმა ყირიმი „საკონცენტრაციო ბანაკად“ აქცია


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთს ბრალი დასდო ყირიმის „საკონცენტრაციო ბანაკად“ გადაქცევაში და მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ. კიევში მიმდინარე „იალტის ევროპული სტრატეგიის“ ფორუმზე გამოსვლისას პოროშენკომ თქვა, რომ რუსეთმა „რეპრესიული პოლიტიკის“ გატარება დაიწყო ყირიმში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის ყირიმელი თათრების წინააღმდეგ. პოროშენკოს განცხადებით ამერიკამ, ევროკავშირმა და სხვა საერთაშორისო გაერთიანებებმა უნდა შეინარჩუნონ მათ მიერ დაწესებული სანქციები უკრაინის საქმეებში ჩარევის გამო და ახალი სანქციები დააწესონ კონკრეტული ინდუსტრიების წინააღმდეგ. უკრაინაში მიმდინარე რეფორმებზე ლაპარაკისას პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ დაინიშნება 200 ახალი მოსამართლე და ქვეყნის სასამართლო სისტემას „კორუფციის უკანასკნელი ბასტიონი“ უწოდა.

XS
SM
MD
LG