Accessibility links

logo-print

საქართველოს შსს-ში მოწმის სტატუსით დაიბარეს ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე


საქართველოს შსს-ში მოწმის სტატუსით დაიბარეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და მოძრაობის, „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე. 14 სექტემბერს, საინტერნეტო სივრცეში გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმად გვარამია ბურჭულაძეს საყვედურობს მისი საარჩევნო ბლოკის წევრის, „გირჩის“ წარმომადგენელთა განცხადებების გამო „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის შესაძლებლობის თაობაზე. ნიკა გვარამიამ და პაატა ბურჭულაძემ სატელეფონო საუბრის ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ჩანაწერიდან ამოღებულია ის ნაწილი, სადაც ბურჭულაძე ამბობს, რომ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ემხრობა და არც „ქართულ ოცნებას.“ ნიკა გვარამიამ და პაატა ბურჭულაძემ მათი საუბრის ჩაწერასა და გავრცელებაში დაადანაშაულეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც თავის მხრივ, ეს ბრალდება უარყო. საქმეს იძიებს საქართველოს შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო.

XS
SM
MD
LG