Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატის კომიტეტი: პაკისტანი „საოცრად ორპირი პარტნიორია“


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბობ კორკერმა განაცხადა, რომ პაკისტანი რჩება ამერიკის „საოცრად ორპირ პარტნიორად“. რესპუბლიკელმა კორკერმა აშშ-ის ავღანეთის პოლიტიკასთან დაკავშირებულ სენატის განხილვებზე თქვა, რომ პაკისტანი არის „ყველაზე დიდი საფრთხე ამერიკის ჯარისკაცებისთვის ავღანეთში და ყველაზე დიდი საფრთხე ავღანეთის ჯარისა და სამოქალაქო პირებისათვის. კორკერის განცხადებით პაკისტანი ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ მიდის და მხარს უჭერს ჰაქანის ქსელს, პაკისტანში დაფუძნებულ მებრძოლთა ჯგუფს, რომელმაც ავღანეთში ამ ქვეყნისა და ამერიკის ძალების წინაღმდეგ არაერთი თავდასხმა განახორციელა. აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთშა და პაკისტანში რიჩარდ ოლსონმა კი განაცხადა, რომ პაკისტანი არასაკმარის ძალისხმევას მიმართავს ჰაქანის ქსელთან და თალიბანთან საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG