Accessibility links

logo-print

ახალი ცენტრი ძალადობის მსხვერპლთათვის


ამიერიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს, რომელთა შორისაც ქალები ჭარბობენ, დახმარებას აღმოუჩენს თბილისში გახსნილი ახალი კრიზისული ცენტრი. ეს იქნება ადგილი, სადაც ძალადობის მსხვერპლს საშუალება ექნება ისარგებლოს არაერთი სახის სერვისით, რათა გადაჭრას არსებული პრობლემები და, ასევე, დაგეგმოს თავისი მომავალი. ვისთვის და რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახალ კრიზისულ ცენტრში მოხვედრა, რას სთავაზობს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს და როგორ ებრძვის ძალადობის პრობლემას მე-3 სექტორი? გადაცემის სტუმრები:ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამარ ბარკალაია და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იურისტი მანანა ფურცხვანიძე. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG