Accessibility links

logo-print

ნარმანია: იშვიათ შემთხვევებში რამდენიმე ხის მოჭრა პრობლემა არაა


ცალკეულ, იშვიათ შემთხვევებში რამდენიმე ხის მოჭრასთან დაკავშირებით მე პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერის ორწლიანი ანგარიშის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, მოჭრილი ხეების კომპენსაცია გამწვანების ღონისძიებებით ხდება. „გვინდა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქალაქში ეკოლოგიური გარემო. ცალკეულ, იშვიათ შემთხვევებში რამდენიმე ხის მოჭრასთან დაკავშირებით მე პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ მაშინ, როცა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქის განვითარება ერთი მხრივ და მეორე მხრივ, გამწვანების ღონისძიებები ამის კომპენსირებაა და კიდევ უფრო მეტის გაკეთება ხდება გამწვანების თვალსაზრისით“, - თქვა დავით ნარმანიამ.

XS
SM
MD
LG