Accessibility links

logo-print

ევროპის პარლამენტი უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების საკითხს ოქტომბერში განიხილავს


ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ, მარტინ შულცმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების საკითხს ოქტომბერში შულცმა ბრატისლავაში, ევროპის კავშირის სამიტზეგანაცხადა, რომ სანამ ევროპის პარლამენტი უყრიდეს კენჭს საკითხს, ის პარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს. ეს კენჭისყრა 29 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. უკრაინა, საქართველო და თურქეთი, მათთან ერთად სერბიის ყოფილი ოლქი კოსოვო, ესწრაფვიან შენგენის ზონაში სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას. საქართველოს საკითხი პარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტმა სექტემბერში დადებითად გადაწყვიტა.

XS
SM
MD
LG