Accessibility links

შვედეთის სააპელაციო სასამარლომ ძალაში დატოვა ასანჟის დაპატიმრების ორდერი


შვედეთის სააპელაციო სასამარლომ ძალაში დატოვა „ვიკილიკსის“ დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის დაპატიმრების ორდერი, რომელიც გაცემულია სექსუალური დანაშულის ჩადენაში ეჭვის გამო. სასამართლომ უარი უთხრა ასანჟის თხოვნას გააუქმონ ორდერი. ავსტრალიელი საკომპიუტერო ჰაკერი, რომელმაც საიდუმლო დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, შიშობს, რომ თუ ამ ბრალდების გამო შვედეთს გადასცეს, მას გააგზავნიან აშშ-ში, სადაც მართლმსაჯულების წინაშე წარდგება „ვიკილიკსის“ მიერ მასალების გამოქვეყნების გამო. შვედეთისთვის გადაცემა ასანჟმა თავიდან აიცილა ლონდონში ეკვადორის საელჩოში თავშესაფრის მოპოვებით. მისმა შვედმა ადვოკატმა, პერ სამუელსონმა, განაცხადა, რომ ახლა გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. ასანჟი უარყოფს ბრალდებას, რომელიც 2010 წელს შვედეთში სტუმრობას უკავშირდება და რომელსაც მას ორი ქალი უყენებს.

XS
SM
MD
LG