Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: რუსეთთან შეთანხმება არ მოხდება, სანამ ალეპოში ჰუმანიტარული დახმარება არ შევა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონკერიმ განუცხადა თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს, რომ ვაშინგტონი არ არის თანახმა, დაიწყოს სირიაში ისლამისტურ ძალებთან ერთობლივი ბრძოლა, სანამ ალყაშემორტყმულ მოსახლეობას არ მიაწვდიან ჰუმანიტარულ დახმარებას. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ კერიმ ლავროვს ეს სატელეფონო საუბრისას განუცხადა 16 სექტემბერს და დასძინა, რომ აშშ მოელის რუსეთისგან, რომ გამოიყენებს თავის გავლენას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალა-ასადზე, რათა ნება დართოს მან ჰუმანიტარულ კოლონებს შევიდნენ ალეპოში და იმ რეგიონებში, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, დახმარების გადადება უკვე მოხდა და ეს დაუშვებელია. ზავი ძალაში შევიდა 12 სექტემბერს და მას სირიის თითქმის მთელ ტერიტორიაზე იცავენ მცირე ბრძოლების გარდა. რუსეთის გენერალური შტაბის საოპერაციო მეთაურობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვიქტორ პოზნიხინმა განაცხადა, რომ სირიის ჯარებმა დააბრუნეს თავიანთი ტანკები, არტილერია და საბრძოლო მანქანები იმ არეალებში, საიდანაც გავიდნენ ზავის ძალაში შესვლის შემდეგ. ამის მიზეზი, რუსი ოფიცრის თქმით, ისაა, რომ ოპოზიციური ძალები მათ ცეცხლს უშენდნენ. ნიუ იორკში, აშშ-მა და რუსეთმა მოიწვიეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რათა სირიაზე იმსჯელონ. სხდომა 16 სექტემბერს გვიანაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG