Accessibility links

logo-print

რუსმა ჰაკერებმა კიდევ 11 სპორტსმენის სადოპინგო მონაცემები გამოაქვეყნეს


მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო(WADA) აცხადებს, რომ რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც ელეგანტური დათვების (Fancy Bears) სახელით არის ცნობილი, ახალი კონფიდენციალური მონაცემები გამოაქვეყნა რიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მოასპარეზე კიდევ თერთმეტ სპორტსმენზე, რომელთა დოპინგზე შემოწმებამ პოზიტიური შედეგი აჩვენა. ათლეტთა სიაში 4 დიდი ბრიტანეთის, ორი გერმანიის, ხოლო თითო-თითო დანიისა და ესპანეთის წარმომადგენლები არიან. როგორც წინა შემთხვევაში, ამჯერადაც სპორტსმენები „თერაპიული მიზნით იყენებენ“ სხვა შემთხვევაში აკრძალულ პრეპარატებს. ბოლო სკანდალის ფონია ვლადიმერ პუტინის უკმაყოფილება ასეთი ინფორმაციის ჰაკერული გზით გაჟონვის ფაქტით, თუმცა კრემლის ლიდერი დარწმუნებულია, რომ გამოქვეყნებული ცნობები შეიცავენ „საინტერესო მონაცემებს“, რაც საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტმა ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა ერთი თვის წინ, სავარაუდოდ იმავე ჰაკერული ჯგუფის მიერ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის ელექტრონული ფოსტის გატეხაზე.

XS
SM
MD
LG