Accessibility links

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსს და მის კოლეგას პატიმრობა შეეფარდათ


ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსს და ამავე სამსახურის გამომძიებელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 17 სექტემბერს გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქრთამის აღებაში ბრალდებულ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა იმ მოტივით შეეფარდათ, რომ არსებობს დასაბუთებელი ვარაუდი, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურების და ასევე, მიმალვის საფრთხის არსებობისა. პარალელურად გამოძიება ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის კაბინეტიდან ამოღებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების წარმომავლობას არკვევს. ამის შესახებ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის გიორგი კაჭარავასა და ამავე სამსახურის გამომძიებლის ზურაბ ჭელიძის საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარეებს გასაჩივრება თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეეძლებათ.

XS
SM
MD
LG