Accessibility links

logo-print

აშშ-ის ავიაციის იერიშის შედეგად დაღუპული იტალიელის ოჯახი 1,2 მილიონ დოლარს მიიღებს


აშშ-ის მთავრობამ სარეკორდო თანხა, 1,2 მილიონი დოლარი გადაუხადა პაკისტანში ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად დაღუპული ჰუმანიტარული ორგანიზაციის წევრი იტალიელი მოქალაქის ოჯახს. ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი ჯოვანი ლო პორტო 2015 წელს დაიღუპა იმ დროს, როდესაც იგი მძევლად ჰყავდა აყვანილი ალ ყაიდას. ამავე იერიშის დროს დაიღუპა ასევე ამერიკის მოქალაქე 73 წლის უორენ უაინსტაინი. თუმცა, უცნობია, მიიღო თუ არა ამ უკანასკნელი ოჯახმა საკომპენსაციო თანხა, რომელიც თეთრმა სახლმა დაამტკიცა. შარშან პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაადასტურა სპეცოპერაციის დროს ლო პორტოსა და უაინსტაინის დაღუპვა და მწუხარება გამოხატა ამის გამო. ოპერაციის სამიზნე იყო პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან მდებარე ალ ყაიდის შტაბი.

XS
SM
MD
LG